ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენა
19 მაისი, 2023
ბათუმი ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენში ტურიზმის სექტორში მოღვაწე 85 ქართული და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.
საერთაშორისო გამოფენა - "EBIT 2023" ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა.
საგამოფენო კომპანია "Expo Batum"-ის ორგანიზებული გამოფენა დღეს გაიხსნა და 21 მაისს დაიხურება
იხილეთ გალერეა