2024-2027 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების პრეზენტაცია
08 მაისი, 2023
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სამინისტროს 2024-2027 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები წარადგინა.
ჯაბა ფუტკარაძემ შეხვედრაზე განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
აჭარის 2023 წლის 3 თვის ბიუჯეტის 118,9 % - ით შესრულდა
შემოსულობების გეგმა - 100 391 800 ლარი
შესრულება - 119 327 800 ლარი
2023 წლის 3 თვის საგადასახადო შემოსავლები 112 186 809 ლარია, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით (84 056 737)ზრდა 33% შეადგენს.
აჭარაში აქტიური საპრივატიზაციო პოლიტიკა გრძელდება. 2023 წელს, მხოლოდ გასული წლის პრივატიზებიდან მისაღები თანხა 33 086 487 ლარს შეადგენს. წელს ჯამში 55 000 000 ლარის ღირებულების აუქციონის გამოცხადება იგეგმება.
ტურიზმის, როგორც რეგიონის წამყვანი სექტორის განვითარება, რჩება მთავარობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 62%-ით გაიზარდა და 15 988 600 ლარს შეადგენს.
ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა - 2024 წლის პროექტი 1 964 000 ლარი იქნება, 2023 წელთან შედარები ზრდა 15%.
აჭარის ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - 2024 წლის პროექტი 11 560 000 ლარი იქნება, 2023 წელთან შედარებით ზრდა 33%
ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება - 2024 წლის პროექტი 7 364 000 ლარი იქნება, 2023 წელთან შედარებით ზრდა 32%
შეხვედრაზე საუბარი ახალ პროექტებს შეეხო. ჯაბა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში რამდენიმე მასშტაბური პროექტი იგეგმება - ახალი საბაგიროები კურორტ გოდერძზე და გომარდულზე. ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ახალი ტურისტული ატრაქცია ღომას მთაზე და გულების ციხეზე გაჩნდება, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მომდევნო წლებში ჯამში 188,8 მლნ ლარი დაიხარჯება.
აჭარის პროექტების მართვის კომპანია, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, რომლის 2023 წლის ბიუჯეტი - 35,7 მლნ ლარია.
2023 წელს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 59 549 259 ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 63 037 000 ლარი იქნება. 2023 წელს დაგეგმილია:
19 მიმართულებით 49,09 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი
70 კმ სიგრძის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი
32 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია
177 ხელოვნური ნაგებობის მოწყობა
შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და საქვეუწყებო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წევრები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ
იხილეთ გალერეა