ჯაბა ფუტკარაძემ ჩინეთის ქალაქ სიანიანის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
28 აპრილი, 2023
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ჩინეთის ქალაქ სიანიანის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო.
შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი სურმანიძე და ჩინეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
იხილეთ გალერეა