აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
24 მაისი, 2023
მავნებლის განადგურების მიზნით, აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. მაღალეფექტური ფერომონების მეშვეობით კონკრეტულ ლოკაციაზე ხდება მავნებლის მოზიდვა და ტარდება წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები.
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბურად აგრძელებს.
ამ დროისათვის აჭარაში უკვე განთავსებულია 260 ფერომონი და 490 მოიზიდე და გაანადგურეს სადგური. ამ პერიოდისათვის ცივი შესხურებით დამუშავებულია 56 ჰა ფართობი.
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წერტილოვან წამლობით ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა