ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
24 მაისი, 2023
ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-ნამონასტრევის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ხიდის საძირკვლის მოწყობა ხორციელდება.
ახალი ხიდით 300-მდე ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 150 499 ლარს.
ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილია 6 ერთეული ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
იხილეთ გალერეა