აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალშობილი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარი ზანაქიძემ მოინახულა

27 აპრილი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა ,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, ამჯერად დადიანების ოჯახისთვის აღმოჩნდა წარმატებული. 5 წლის ნანატრი შვილი, ლაშა-გიორგი დაიბადა.

ახალშობილი დღეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ მოინახულა და მშობლებს ლაშა-გიორგის დაბადება მიულოცა.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროგრამა - ,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ გასულ წელს დანერგა და წელსაც წარმატებით გრძელდება.

2023 წლიდან:
 გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და 700 000 ლარს შეადგენს;
გაიზარდა დასაფინანსებლად ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 300 000-მდე.
 უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით.

პროგრამის მიზანია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გზით, უშვილო წყვილებისათვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება, აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები