დასაქმების ფორუმი -2023
27 აპრილი, 2023
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით , "შერატონ ბათუმში" დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ღონისძებას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის და დასაქმების ხელშეწყობის სახელწმიფო სააგენტოს წარმომადგენლები.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო 70 -ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი 2 000-მდე ვაკანსიით.
ფორუმი სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობას აძლევს შეხვდეს დამსაქმებლებს, გაესაუბროს სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პირდაპირი კომუნიკაციის გზით. წელს პირველად, კომპანიების გარდა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, საკუთარ სერვისებსა და პროგრამებს მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებმაც გააცნეს.
დასაქმების ფორუმი აჭარის რეგიონში ყოველწლიურად იმართება. ფორუმი 26 აპრილს პანელური შეხვედრით გაიხსნა და დღეს ოფიციალურად დასრულდა.