აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

გასვლითი სხდომა ხულოს მუნიციპალიტეტში

26 აპრილი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს, ხულოს მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხდომაზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.

,,აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი 28 907 795 ლარს შეადგენდა. წლიურმა შესრულებამ კი 99% შეადგინა. გასულ წელს ამოქმედდა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამა, როგორიცაა უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ასევე სამინისტრომ დაიწყო იდიოპათიური მაანკილოზირებული სპონდილიტის, ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის ძვირადღირებული ბიოლოგიური მედიკამენტების დაფინანსება. გაიზარდა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი. ასევე, გაიზარდა ძუძუს კიბოს სიმსივნით დაავდებულ პაცინტთა დაფინანსება ძვირდღირებული მედიკამენტოზური მკურნალობით. ჯამში, სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებების პროგრამებით 50 513 მოქალაქემ ისარგებლა“, - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

 სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი - 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, დეპუტატებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 106,8% ით შესრულდა. შემოსავლების გეგმა 362 809 700 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 387 391,200 ლარი შეადგინა

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები