მახოს ხიდისა და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი გზის მოწყობა
25 მაისი, 2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება მახოს ხიდისა და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი გზის მოწყობა, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე.
პროექტის მიხედვით 2,2 კმ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე, მოადგილეებთან, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა