ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვი-ჩაისუბანი-ხალას და სოფელ გვარაში გიორგაძეების მიმართულებით ახალი ხიდების მშენებლობა დასრულდა
04 ივლისი, 2023
ჩაქვში ახალი ხიდი დააკავშირებს ჩაისუბნისა და ხალას ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელს.
ახალი ხიდით 250 ოჯახი შეძლებს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 288 999 ლარია.
ხოლო გიორგაძეების მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 261 499 ლარს.
დასრულებულ სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე მოადგილესთან, სპეციალისტებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა