აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის რეკლამა საერთაშორისო მედიაში მიმდინარეობს

20 ივლისი, 2023

ევრონიუსისა და დოიჩე ველეს შემდეგ აჭარის რეკლამას უკვე  BBC–ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. საიმიჯო რგოლში, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა, აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტებია წარმოჩენილი. პრესტიჟული ბრიტანული მედიასაშუალება მსოფლიოს 29 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოზიციონირების მიზნით საერთაშორისო მედიასაშუალებებთან წლებია თანამშრომლობს. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, BBC და ევრონიუსი ბათუმში მოგზაურობის შესახებ სიუჟეტებსაც მოამზადებენ.

აჭარის რეკლამა სამიზნე ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონის პოპულარიზაცია უკვე განხორციელდა 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე, საერთაშორისო მედიასაშუალებებში, სამიზნე ქვეყნების გამოცემებსა და ტელევიზიებში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ასევე გრძელდება უცხოელი ჟურნალისტების მოგზაურობა რეგიონში. აჭარას უკვე სტუმრობდა პოლონელი, გერმანელი, უზბეკი, ყაზახი, სერბი, კორეელი, ებრაელი, თურქი, არაბი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, რომელთა მიერ მომზადებული სტატიები, სიუჟეტები და ბლოგები სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა. 2022 წელს, რეგიონს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები