აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

02 აგვისტო, 2023

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში  კონკურსს აცხადებს.

ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
▪️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (სტუდენტი);
▪️სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - STEM მიმართულებით: 
▫️ 05 - საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
▫️06 - ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
▫️07 - ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
▫️08 - სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია.
▪️სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4)

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=3598&gid=6&ppid=12

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები