ხულოს მუნიციპალიტეტში, ტურისტული მნიშვნელობის ბაკო-ხიხანის საავტომობილო გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
03 აგვისტო, 2023
ხულოს მუნიციპალიტეტში, ტურისტული მნიშვნელობის ბაკო-ხიხანის საავტომობილო გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
▪️ ბაკო-ხიხანის გზის რეაბილიტაცია მოიცავს: არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარის, სანიაღვრე მილების, რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობას, გაბიონების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
▪️ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაფართოება და მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები.
▪️ პროექტი გარდამავალია და 2024 წელს დასრულდება.
▪️ პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 3 296 999 ლარს.
იხილეთ გალერეა