აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს EarthPix-ის მილიონობით გამომწერი ეცნობა

18 აგვისტო, 2023

უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო პლატფორმა EarthPix-ი მილიონობით გამომწერს ბათუმის ტურისტულ პროდუქტებს აცნობს. გვერდის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა ,,ალი და ნინოს“ ვიდეომ უკვე მილიონობით გამომწერის ყურადღება მიიპყრო.  EarthPix-ი, რომლის კონტენტსაც თვის განმავლობაში მილიარდზე მეტი ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს  ორი თვის განმავლობაში გაუზიარებს. გვერდის დამფუძნებლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს.

EarthPix-ის მიერ შექმნილი ვიდეო კონტენტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით და უნიკალური შინაარსის მქონე ვიდეოებით. იგი აერთიანებს ველურ ბუნებას, ცხოველებს, არქიტექტურასა და სხვადასხვა ტურისტებისათვის მიმზიდველ აქტივობებს, ასახავს მათ საკუთარ პოსტებში, რაც გვერდს ხდის მრავალფეროვანს და დინამიურს მილიონბით აუდიტორიისთვის. EARTHPIX-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის აჭარის ტურისტული პროდუქტების გაცნობა კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები