აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საექსტენციო მომსახურების გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

22 აგვისტო, 2023

პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ მიზანია სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციზე ხელმისაწვდომის ზრდას და ციფრული ექსტენციის სერვისების დანერგვას.

პროექტის განხორციელების ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, გაეროს განვითარების პროგრამის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში’’ მენეჯერი ელენე ცხაკაია და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის პროექტის კოორდინატორი თეიმურაზ ხომერიკი ესწრებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში, აჭარაში მცხოვრებ ფერმერებისათვის საექსტენციო მომსახურების გაძლიერების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ მოაწერეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები