აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს

01 სექტემბერი, 2023

დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილესთან ჯემალ სურმანიძესთან ერთად ბათუმის N15 და N9 საჯარო სკოლები მოინახულა, სადაც სწავლა განახლებულ სივრცეში დაიწყება.
N15 საჯარო სკოლაში აშენდა ახალი შენობა და განხორციელდა არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია.
N9 სკოლაში მიმდინარეობს ლიფტის, დამატებითი კლასების, ეზოს და ღია მოედნის მოწყობა.
2️⃣0️⃣2️⃣3️⃣ წლის განმავლობაში სულ განხორციელდება 9️⃣0️⃣ - მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტებთან ერთად, აჭარის ბიუჯეტიდან 2023 წელს ხორციელდება  სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის:
მიმდინარე წელს სასკოლო ინვენტარით -  3690  მერხისა და სკამის კომპლექტით უზრუნველყოფილი იქნება 26 საჯარო სკოლა. 
პროექტის „მომავლის განათლება „ ფარგლებში 8 საჯარო სკოლაში შეტანილია ტექნიკა - ლეპტოპები, პროექტორები,  ეკრანისა და ხმის გამაძლიერებლის კომპლექტიები.
12 საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია მხატვრული ლიტერატურით.
4 საჯარო სკოლაში ხორციელდება ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია/აღჭურვა.
3 სკოლა აღიჭურვა მუსიკალური ინსტრუმენტების კომპლექტით - ელექტრონული პიანინო, დრამის კომპლექტი, ელექტრო და კლასიკური გიტარები, ხმის გამაძლიერებელი და მარეგულირებელი აპარატურა.
სპორტული ინვენტარი შეტანილ იქნა 14 საჯარო სკოლაში - ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის ჭადრაკის, მხიარული სტარტებისა და სხვა სპორტული ინვენტარის კომპლექტი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები