აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ღვაწლმოსილი მედდა, რუსუდან ჩხაიძე დაჯილდოვდა

01 სექტემბერი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" ლითოტრიფსიის კაბინეტის მედდა, რუსუდან ჩხაიძე, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა.

,,ქალბატონი რუსუდანი, 48 წელია ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას. აქვს სამედიცინო საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. სამინისტროს სახელით, ვულოცავთ 70 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას. დასაფასებელია, რომ დღემდე აქტიურადაა ჩართული პროფესიულ საქმიანობაში“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ.

რუსუდან ჩხაიძეს დამთავრებული აქვს თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელი, ფერშალის სპეციალობა. მუშაობდა ლანჩხუთის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოში ოტორინოლარინგოლოგიურ და სტომატოლოგიურ კაბინეტებში, 2028 წლიდან დღემდე არის ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი "მედინას" ლითოტრიფსიის კაბინეტის მედდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები