აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

კონფერენცია თემაზე - ,,კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“

03 სექტემბერი, 2023

ჩაქვში, სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის XXVIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია გაიხსნა თემაზე - ,,კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“. კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე დაესწრო.

,,მადლობა ორგანიზატორებს რეგიონში მორიგი მნიშვნელოანი სამედიცინო კონფერენციის გამართვისთვის, რომელშიც ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აქტიურად იღებენ მონაწილეობას. როგორც ჩემთვის ცნობილია, 6 დღის განმავლობაში გაიმართება ისეთი მნიშვნელოვანი სესიები, როგორიცაა გასტროენტეროლოგია, ფარმაკოლოგია, რეპროდუქტოლოგია და გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, ნევროლოგია, ალერგოლოგია-იმუნოლოგია, სპორტული მედიცინა და ა.შ. გისურვებთ წარმატებებს და ნაყოფიერ შეხვედრებს“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სიტყვით მისალმებისას.

კონფერენცია ოფიცილაურად 9 სექტემბერს დაიხურება თემით - ,,საუბრები მედიცინასა და ხელოვნებაზე“. მას პროფესორი, ექიმი ენდოკრინოლოგი, საქართველოს ჯანდაცვის ექსპერტი ენდოკრინოლოგიაში - რამაზ ყურაშვილი წარადგენს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები