მეწყრული პროცესები ქობულეთის მუნიციპალიტეტში
08 სექტემბერი, 2023
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე რამდენიმე მიმართულებით განვითარდა მეწყრული პროცესები.
გაწმედნით სამუშაოებში დილიდანვე ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების ყველა ტექნიკა.
ეტაპობრივად იწმინდება დამეწყრილი მიმართულებები.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე მოადგილესთან, სპეციალისტებთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო.
იხილეთ გალერეა