აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოფლის სამედიცინო პერსონალის დანამატი გაიზრდება

08 სექტემბერი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განმარტებით - ,,2024 წლიდან, აჭარაში სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი გაიზრდება. გეგმის მიხედვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს დანამატის სახით 400 ლარს, მედდებს 250 ლარს გამოუყოფს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის სამედიცინო პერსონალს მხარდაჭერას სხვადასხვა  პროგრამით მუდმივად უცხადებს. ამჯერადაც გაზრდილი დანამატი სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გაიცემა."

ჯამში, დანამატს 107 ექიმი და 110 ექთანი მიიღებს. პროგრამას სამინისტრო 2014 წლიდან ახორციელებს და მიმდინარე წლის ბიუჯეტი 429 600  ლარს შეადგენს. სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები