აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებილები დაჯილდოვდნენ

12 სექტემბერი, 2023

კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება  გაიმართა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

 2022 წელს კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადაში 15 000 მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 147 გამარჯვებული:
საგნობრივ ოლიმპიადაში - 42 მოსწავლე;
ლიტერატურულ მარათონში - 8 მოსწავლე;
სპორტულ შეჯიბრში -  16 მოსწავლე;
სახვითი ხელოვნების კონკურსში - 6 მოსწავლე;
კონკურსში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის- 75 მოსწავლე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში ყოველწლიურად ატარებს სახვითი ხელოვნების კონკურსს, ლიტერატურულ მარათონს, სპორტულ შეჯიბრს, კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის. ასევე, საგნობრივ ოლიმპიადას ექვსს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები