აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეხვედრა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე

08 სექტემბერი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს „გლობალური განვითარების ორგანიზაციის“ დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრის მიზანს შრომის უსაფრთხოების საკითხებში ქართულ-გერმანული პროექტის სამომავლო თანამშრომლობის განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნონა გალოგრე, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი მახარაძე და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კახიძე ესწრებოდნენ.

„გლობალური განვითარების ორგანიზაციის“ დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში განიხილეს წინა წლებში ააიპ „ბიზნეს საქართველოსთან“ ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, შრომის უსაფრთხოების სფეროში დაწყებული თანამშრომლობის შედეგები. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას - საქართველოში შრომის უსაფრთხოების მოქმედი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, რომლის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ექსპერტთა ასოციაცია (VDSI)“ იქნება ჩართული.

პროექტის ფინანსურ და საექსპერტო მხარდაჭერას უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს" გლობალური განვითარების ორგანიზაცია". 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები