აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თირკმლის ტრანსპლანტაციის წინა მოსამზადებელი კვლევების დაფინანსება დაიწყო

13 სექტემბერი, 2023

2023 წლის 1 აგვისტოდან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, თირკმლის ტრანსპლანტაციის წინა მოსამზადებელი კვლევების დაფინანსება დაიწყო
თირკმლის ტრანსპლანტაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს, ხოლო აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფრაგლებში, დაიწყო დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის განსაზღვრის მიზნით საჭირო კვლევების დაფინანსება. წინა მოსამზადებელი კვლევები პაციენტებს დაუფინანსდებათ წარმოდგენილი ანგარიშ- ფაქტურის მიხედვით სრულად, ერთჯერადად.
პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება გულის, ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციები. ცვლილების თანახმად, დაიწყო ასევე ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლელვების დაფინანსებაც. აღნიშნული სიახლე შეეხება პაციენტებს, რომლებსაც 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ აქვთ ჩატარებული ორგანოთა ტრანსპლანტაცია.
მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 1 500 000-ით გაიზარდა და შეადგენს 5 388 000 ლარს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები