2024 წლის ბიუჯეტის პროექტი და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის შესახებ გაიმართა შეხვედრა
15 სექტემბერი, 2023
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის შესახებ ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ წარადგინა.
პროგრამების პრეზენტაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს, საფინანსო-საბუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიკა გვიანიძე, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები და საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წინა წელთან შედარებით 1 513 903 ლარით გაიზრდება და 31 044 853 ლარს შეადგენს.
2024 წელს სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსდება არანაკლებ 2000 - ზე მეტი ბენეფიციარი რომლის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 118 880 ლარით.
განხორციელდება აგრარული ექსტენციის მიწოდება ფერმერებზე სოფლის მეურნეობის დარგებში პრაქტიკული უნარჩვევების დაუფლების მიზნით.
გაგრძელდება, ფერმერების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამა. ციტრუსის სუბსიდირება კვლავ პრიორიტეტად რჩება.
ასევე გაგრძელდება ლაბორატორიული კვლევითი საქმიანობის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა ფერმერებისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის გარემოს კვლევების მოქნილი სერვისის მიწოდება მოძრავი ლაბორატორიის გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება 1 317 292 ლარით.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრიორიტეტს. რომლის მიზანიც იქნება მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, შესაბამისად 2024 წლის დაფინანსება შეადგენს 12 917 352 ლარს.
იხილეთ გალერეა