აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

15 სექტემბერი, 2023

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანებასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი დააფუძნა, რომელიც წელს პირველად ჩატარდა. ფესტივალი 8 სექტემბერს გაიხსნა და 13 სექტემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.
 
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, სახელოვნებო უნივერსიტეტების რექტორები, თეატრმცოდნეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ფესტივალის დაჯილდოების ღონისძიებას უძღვებოდა ნიკა წულუკიძე.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სულ შვიდი თეატრი და ათი სპექტაკლი. გაიმართა რვა საკონკურსო და ორი არასაკონკურსო ჩვენება.

გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ: 
1. საუკეთესო სპექტაკლი - „მახინჯი იხვის ჭუკი“; 
2. საუკეთესო რეჟისურა - ნინო მაღლაკელიძე; 
3. საუკეთესო სცენოგრაფია - ვახო ქორიძე; 
4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - სანდრო ნიკოლაძე; 
5. საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინა კუბანსკი; 
6. საუკეთესო მსახიობი კაცი - აბელ სოსელია; 
7. ქართული კრიტიკის პრიზი - „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“. კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური პოლონეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან.

გარდა სპექტაკლის ჩვენებისა, ფესტივალი მსახიობებს სთავაზობდა მასტერკლასების სერიას: სასცენო მეტყველების სავარჯიშოები; თოჯინების თეატრი - ტრადიციული თურქული ჩრდილების თეატრი - ყარაგეზი; თოჯინების თეატრის დღევანდელი მდგომარეობა აზიასა და ყაზახეთში; ჩვილებისთვის განკუთვნილი სპექტაკლების შექმნა.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ნიკოლოზ საბაშვილი და ირაკლი კიკვაძე. დირექტორები - იმედა თავდგირიძე და კონსტანტინე ქარქაშაძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები