ახლგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა
18 სექტემბერი, 2023
ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერისა და რეგიონის სამეცნიერო პოტენციალის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრომ 2023 წელს ექვსი დოქტორანტი დააფინანსა.
• ნესტან ვარშანიძე და გიორგი აბაშიძე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები და საგრანტო პროექტის გამარჯვებულები არიან.
• ნესტან ვარშანიძე - „ევროპის უნივერსიტეტების სამეწარმეო ქსელის XX ყოველწლიური კონფერენცია ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტსა და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიება აერთიანებდა სამეცნიერო სესიებს, ვორქშოპებსა და კულტურულ ღონისძიებებს. წელს ღონისძიების მთავარი თემა მეწარმეობა, მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და სამეცნიერო კვლევის თანამედროვე მეთოდები იყო. პროგრამის ფარგლებში გავეცანით თანამედროვე სამეწარმეო საგანმანათლებლო პროგრამების გამოწვევებს, განვიხილეთ ტექნოლოგიური ინოვაციები და გავეცანით კვლევით საქმიანობის დაგეგმა-განხორციელების არსებულ პრაქტიკას“.
• გიორგი აბაშიძე - „ევროპის უნივერსიტეტების სამეწარმეო ქსელის XX ყოველწლიური კონფერენციაზე“ მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება ჩვენი სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში დაგეგმილი კვლევების განვითარებაში. მნიშვნელოვანია ის აკადემიური და სოციალური ურთიერთობები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დავამყარეთ ღონისძიების ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან. პროგრამის ერთ - ერთი მთავარი მიზანიც სწორედ აქტიური ქსელის ჩამოყალიბებაა, რომელიც ხელს შეუწყობს სამომავლო კვლევებისა და პროექტების განხორციელებასა და საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავებას. მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად საქართველოს სახელით ჩავერთეთ პროგრამაში და ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ეს მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს“.
• ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.
იხილეთ გალერეა