აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

Earthpix-ი აჭარის ტურისტული პოტენციალით დიანტერესდა

18 სექტემბერი, 2023

უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ი აჭარის ტურისტული პოტენციალით დიანტერესდა. 
მაიამიში დაარსებული, ცნობილი სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმის დამფუძნებლები აჭარას, ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში სტუმრობენ. 
ციფრული მედიის სამოგზაურო პლატფორმა Earthpix-ი, 24 მილიონზე მეტი გამომწერით, მსგავსი პლატფორმების ტოპ ხუთეულშია. 
EARTHPIX აუდიტორიას აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს უზიარებს. ერსპიქსის ვიდეორგოლებს თვეში 400 მილიონიანი ნახვა აქვს. 
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ქრისტინე ძიძიგურთან ერთად ინტერნეტ პლატფორმის დამფუძნებლებს შეხვდა და აჭარის პოპულარიზაციის შესახებ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის დეტალებს გაეცნო.
EarthPix-ის პლატფორმაზე ,,ალი და ნინოს“ ვიდეო უკვე განთავსდა, რომელმაც ამ დროისთვის 6 მილიონზე მეტი გამომწერის ყურადღება მიიპყრო. აჭარაში სტუმრობის ფარგლებში EarthPix-ის წარმომადგენლები შექმნიან და პლატფორმაზე განათავსებენ ფოტო და ვიდეო ქონთენთს ბათუმის, აჭარის ტურისტული ატრაქციების, ზღვის აქტივობების, კულტურული მემკვიდრეობის, გასტრონომიული კულტურის შესახებ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები