სამინისტროში UNICEF-ის ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
20 სექტემბერი, 2023
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან იესპერ მოლერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მაია ხაჯიშვილმა მიულოცა იესპერ მოლერს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში.
გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და დასახეს საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
იხილეთ გალერეა