აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა

15 სექტემბერი, 2023

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 130 ოჯახს რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 1 406 237 ლარს გამოუყოფს. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტიდან ხანძრითა და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი. კერძოდ:

- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სხდომაზე წარმოადგინა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 35 ოჯახის - ჯამში 227 540 ლარით დახმარების საკითხი.
- დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანძრისა და სტიქიით დაზარალებული 39 ოჯახის - ჯამში 571 065 ლარით დახმარების საკითხი.
- შაუხევის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული 5 ოჯახი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსაციის სახით - 56 642 ლარს მიიღებს.
- კომისიამ იმსჯელა ქედის მუნიციპალიტეტში ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 26 ოჯახის დახმარების საკითხზე. აღნიშნული ოჯახები კომპენსაციის სახით ჯამში - 209 357 ლარს მიიღებენ.
- ხულოს მუნიციპალიტეტში ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 25 ოჯახის დახმარების საკითხთან დაკავშირებით კომისიამ, ასევე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული მიმართულებით სარეზერვო ფონდიდან - 341 633 ლარი გამოიყოფა.

გამოყოფილი თანხა სახლების აღდგენა - გამაგრებას ან ადგილმონაცვლეობას მოხმარდება.

სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

მიმდინარე წელს, ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, 521 ოჯახზე უკვე გამოყოფილია 4 691 395 ლარი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები