აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ორგანიზაცია IOM-ის წარმომადგენლებთან

18 სექტემბერი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, მარი ზანაქიძე და ედუარდ ნაკაშიძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ნიდერლანდების მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს გაეროს სააგენტოს და საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიცაა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, მიგრანტების დაცვა და დახმარება, მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი მიგრაცია და ადამიანური რესურსის განვითარება. ასევე IOM მხარს უჭერს მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და კვლევას, უზრუნველყოფს მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა სტრუქტურის შესაძლებლობების გაძლიერებას.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა იმ პროგრამების შესახებ, რომელთა სარგებლობა ქვეყანაში დაბრუნებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. მინისტრის მოადგილეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნეს აჭარაში მოქმედი სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები და მისიის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადეს ქართველი მიგრანტებისათვის გაწეული დახმარებისათვის.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 174 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, მოქმედი მისიების დახმარებით ახორციელებს სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების პროექტს, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მყოფ რთულ ვითარებაში აღმოჩენილ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება სამშობლოში დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები