აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელთან

19 სექტემბერი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი წარმომადგენელს საქართველოში - იესპერ მოლერს შეხვდა. სამინისტროში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ორგანიზაციებს შორის არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს.

,, ვულოცავ ბატონ იესპერს ახალ პოზიციაზე დანიშვნას და ვუსურვებ ნაყოფიერ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის აქტიური თანამშრომლობა გრძელდება. ფონდის მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა რეგიონში - ტყვიის ექსპოზიციის კვლევა ბავშვებში და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის მოდელის დანერგვა, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება და ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების კრიტერიუმების განსაზღვრა. 2019 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს აჭარაში ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება წარმოადგენს. სამომავლოდაც მჯერა ერთობლივად შევძლებთ მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას“ - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

იესპერ მოლერი გაეროს ბავშვთა ფონდს 1999 წელს შეუერთდა და მუშაობდა ინდოეთში, ტაილანდში, ზამბიაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში, სომალსა და სამხრეთ სუდანში.

ოქტომბრის თვიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საპილოტე პროგრამა განხორციელდება - ტელემედიცინა, რაც გულისხმობს ანტენატალური მეთვალყურეობისა და ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციურ მიდგომას: ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისების დანერგვას აჭარაში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები