ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
21 სექტემბერი, 2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში გაიმართა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება: „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია, გამოფენები, კონფერენცია, ვორქშოპები, შემეცნებითი ვიქტორინები, ექსპერიმენტები მოსწავლეებისათვის და სხვა აქტივობები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II“ და სამეცნიერო პავილიონების გამოფენა.
იხილეთ გალერეა