აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრი ზალცბურგის მე-19 ევროპულ სამიტში ღებულობს მონაწილეობას

25 სექტემბერი, 2023

ევროპის რეგიონების ინსტიტუტის მიწვევით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი ზალცბურგის მე-19 ევროპულ სამიტში ღებულობენ მონაწილეობას, რომელიც ავსტრიის კანცლერის პატრონაჟითა და ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარეობს.

სამიტის პირველი დღის მთავარი მომხსენებელი ავსტრიის კანცლერი ბატონი კარლ ნეჰამერი იყო.

სამიტის დაწყებამდე დელეგაციის წევრები დაესწრნენ ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის გენერალურ ასამბლეას, სადაც IRE-ს საქმიანობა და ფინანსური ანგარიში მოისმინეს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი დაესწრება სხვადასხვა სესიას. ასევე, მონაწილეობას მიიღებს „რეგიონალიზმი და გლობალიზაცია“ სესიაში და გამართავს შეხვედრებს სოფლის მეურნეობის/გარემოს დაცვის სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის რეგიონულ და ფედერალურ ლიდერებთან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები