აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ღვაწლმოსილ ექიმს მურმან შერვაშიძეს 70 წელი შეუსრულდა 

03 ოქტომბერი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის ბავშვთა უროლოგი, მურმან შერვაშიძე, 70 წლის იუბილესა და აჭარის ა.რ. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის, სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა.

"ბატონი მურმანი, 45 წელზე მეტია ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას, ყველაზე ძვირფასებს, ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალ თობას. ბატონი მურმანი პროფესიონალიზმთან ერთად გამოირჩევა ადამიანური ღირებულებებით. სამინისტროს სახელით, ვულოცავთ 70 წლის იუბილეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ.

მურმან შერვაშიძემ, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, მიენიჭა პედიატრის კვალიფიკაცია, მოგვიანებით ორდინატურა გაიარა მოსკოვის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტში, ბავშვთა უროლოგიის მიმართულებით. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ქირურგიასა და უროლოგიაში. მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში 1978 წლიდან საქმიანობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები