აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მინისტრი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიაში იმყოფება

22 სექტემბერი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიაში იმყოფება.

ქვემო სილეზიასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,  მედიცინის სფეროში კონტაქტების გაფართოების ინიცირების მიზნით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ოფიციალური მიწვევით მონაწილეობას ღებულობდნენ სამედიცინო კონფერენციაში - DOLMED.Tech.

სამედიცინო ფორუმი  21 სექტემბერს, იაკუშიცეში გაიმართა, რომელიც ქვემო სილეზიის მარშალმა, ცეზარ პჟიბილსკიმ გახსნა. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანი, ადგილობრივი კლინიკების ხელმძღვანელები და  სამედიცინო ბიზნესში ჩართული პირები. 

პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური საქმიანობის განვითარების მიმართულებები - სადისკუსიო პანელზე მონაწილეობა მიიღო აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, რომელმაც აჭარის რეგიონის მაგალითზე მიმოიხილა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და გამოწვევები. კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილეს ტექნოლოგიური გამოწვევები და IT მიმართულებები ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის ხელშეწყობის უზრუნველყოფაში.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ნიჟარაძე შეხვდა ქვემო სილეზიის მარშალს, ასევე მოინახულა ადგილობრივი სამედიცინო კლინიკები. მინისტრთან ერთად იმყოფებიან მინისტრის პირველი მოადგილე, მარინ ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსი, გია კიკაბიძე და ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ხათუნა ვარშანიძე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები