აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია „ჯეოანესთეზია 2023“

22 სექტემბერი, 2023

რიგით მექვსე საერთაშორისო კონფერენცია ჯეოანესთეზია-2023, დღეს სასტუმრო “Qourtyard by Marriott” -ში გაიხსნა. გახსნის ცერემონიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი ესწრებოდა, რომელმაც დელეგატებს სიტყვით მიმართა და წარმატებული შეხვედრები უსურვა.

ორი დღის განმავლობაში გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესი აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს. გაიმართება სამუშაო შეხვედრები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში, ცალკე სექციაა გამოყოფილი ექთნებისთვისაც. ასევე, იქნება სადისკუსიო პანელი, სადაც გამოტანილი იქნება აქტუალური საკითხები.

კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა კავშირის, აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის სკოლის, გადაუდებელი მედიცინის ექიმთა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციების, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მხარდაჭერით.

„Geoanesthesia-2023“ აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ და უფლებამოსილია გასცეს კრედიტ ქულები. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები