აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი პროგრამა - „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ ამოქმედდა

21 სექტემბერი, 2023

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა პილოტური პროგრამის -  „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ განხორციელება დაიწყო.  მოსარგებლეები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოზარდები, რომლებიც გაწევრიანებული არიან აჭარაში სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებულ  სპორტულ სექციებსა თუ კლუბებში და აქვთ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.

სპორტსმენ ბავშვებს გულის ულტრასონოგრაფიული კვლევა  უტარდებათ სამედიცინო ვაუჩერის  საშუალებით. პროგრამით სარგებლობა  წლის განმავლობაში  500 -მდე  მოზარდს შეეძლება.

სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ სპორტული სექციებიდან და კლუბებიდან რეფერირებულმა სპორტსმენმა/სპორტულ სექციებში ჩასარიცხმა  ბავშვებმა:
📌 შპს „ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა“ - ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N 2
📌 შპს „ქ. ბათუმის N 4 პოლიკლინიკა“ - ბათუმი, ტაბიძის ქ. N 2
📌 სს ,,მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი-2010“ - ბათუმი, ტაბიძის ქ. N 2
📌 სს ,,ვიანი“ მ. იაშვილის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“- ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი N 64
📌 შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“ - ბათუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. N 33

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები