განაცხადების მიღება გრძელდება
06 ოქტომბერი, 2023
70% - 100% გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის
ფარგლებში სტუდენტთა განაცხადების მიღება გაგრძელდა 2023 წლის 30 ოქტომბრის (18:00 საათი) ჩათვლით
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, ასევე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოიპოვეს 70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტუდენტებზე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური დახმარება გაიცემა ერთჯერადად. შემდეგი პრინციპით: სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70% სასწავლო გრანტი 1000 ლარი; სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100% სასწავლო გრანტი 2000 ლარი.
მატერიალური ფორმით დოკუმენტები სტუდენტმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის. ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4)
დოკუმენტების მიღება გაგრძელდა 2023 წლის 30 ოქტომბრის (18:00 საათი) ჩათვლით.
სტუდენტებს, რომლებმაც გამართული განაცხადები წარმოადგინეს 2023 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, თანხა ჩაერიცხებათ დოკუმენტების დამუშავებისთანავე.
იხილეთ გალერეა