წარმატებული ხელოვანების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
25 ოქტომბერი, 2023
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ქვეპროგრამას - „პროექტების მხარდაჭერა, ფესტივალების და ღონისძიებების ორგანიზება“.
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება,
რომელიც გულისხმობს,
მიმდინარე წლის წარმატებულ ხელოვანთა შორის, გამარჯვებულთა გამოვლენას კონკურსის წესით.
საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ნომინაციებზე შესაძლებელია წარდგენილი იყოს კულტურის სფეროში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე ფიზიკური პირი ან/და ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომელმაც 2023 წელს მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება ან/და განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის კულტურის ამა თუ იმ სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 25 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით.
იხილეთ გალერეა