რეკრეაციული პარკების მართვა და განვითარება - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
20 ოქტომბერი, 2023
ბათუმი პირველ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას "რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ მასპინძლობს.
"ბათუმის ბულვარის" მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში, ქართველმა და სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებმა ურბანული პარკების, გამწვანებისა და ლანდშაფტის დიზაინის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით, პრეზენტაციები წარადგინეს.
კონფერენციის მიზანია რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, რეკრეაციული პარკების თემატიკის ირგვლივ არსებული თანამედროვე მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარება.
სამეცნიერო კონფერენციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა