აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ხელვაჩაურში სოციალური სახლი შენდება

17 ოქტომბერი, 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად ხელვაჩაურში მიმდინარე 90 ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, კიდევ ერთი 9 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყო. ახალ სახლში საცხოვრებელი ფართი 90 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება - 11 მლნ ლარია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე აშენდა 4 სოციალური სახლი. მათ შორის 3 სოფელ კაპრეშუმში და 1 ურეხის დასახლებაში.
ასევე, ერგეში და სალიბაურში იგეგმება სოციალური სახლების მშენებლობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლით ჯამში 350 ოჯახი დაკმაყოფილდება. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები