აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმში წყლისა და წყალარინების სისტემების მე-5 ფაზის პროექტი იწყება

10 ოქტომბერი, 2023

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება.
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
80 მლნ ევროს ღირებულების პროექტის დოკუმენტს ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საკონსულტაციო განმახორციელებელი კომპანიის „პოში და პარტნიორების“ პროექტის მენეჯერმა ერიხ კაშკამ მოაწერეს ხელი.
პროექტი KfW-ის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში განხორციელდება და ითვალისწინებს:
• ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოებას
• აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობას
• ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას
• მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას
• ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას
• ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები