აჭარის აგრარული შესაძლებლობები - ბათუმი ფორუმს მასპინძლობს
05 ოქტომბერი, 2023
ბათუმი ფორუმს - „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მასპინძლობს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით 2023 წლის 5-6 ოქტომბერს ბათუმში აგრარული ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მიმდინარეობს.
ფორუმში სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 50-ზე მეტი კომპანია, ასევე დარგობრივი ასოციაციები და საოჯახო ფერმერული მეურნეობები მონაწილეობენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობაზე და მხარდაჭერაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაინერგა ფერმერებზე ორიენტირებული პროგრამები.
ფორუმის ფარგლებში აჭარის აგრარული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის პრეზენტაციები და დაინტერესებულ მხარეებს შორის ორმხრივი (B2B) შეხვედრები გაიმართება.
სტუმრებს აგრო - სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში „AGRO BATUMI 2023“ მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
ფორუმს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ
იხილეთ გალერეა