აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

უსაფრთხო საცხოვრისს დამატებით 60 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს

02 ნოემბერი, 2023

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისს დამატებით 60 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, უსაფრთხო საცხოვრისის მოძიების ნებართვა, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით მიეცემათ.

სხდომას მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა. კომისიის წევრებმა განიხილეს 75 ეკომიგრანტი ოჯახის პროგრამაში ჩართვის საკითხი, აქედან თანხმობა 60 ოჯახს მიეცა. 15 ოჯახის დოკუმენტაცია ხელახლა შესწავლის მიზნით ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიებს გადაეგზავნებათ.

სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 700 საცხოვრებელი ფართი. მიმდინარე წელს სამინისტრომ თანადაფინანსების წილი 40 000 ლარამდე გაზარდა. მომდევნო წლიდან იგეგმება პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა 35%-ით და 5 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები