„დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსი“ გამოცხადდა
08 ნოემბერი, 2023
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსი“ გამოცხადდა შემდეგ თემატიკაზე:
- ალექსანდრე (ალეკო )აბაშიძე - დოკუმენტური ფილმი;
- ილია ზდანევიჩი - დოკუმენტური ფილმი;
- დავით მამულაძე – დოკუმენტური ფილმი;
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 08 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ; საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: administracia@moecs.ge;
,,დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსში“ მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა სახელმწიფოს ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა;
კონკურსის ბიუჯეტი განსაზღვრულია 60 000 ლარით.
ერთი დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის გრანტი გაიცემა არაუმეტეს 20 000 ლარის ოდენობით.
იხილეთ გალერეა
იხილეთ გალერეა