მინისტრი აშშ-ს სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის პროექტის მენეჯერებს შეხვდა
10 ნოემბერი, 2023
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სანიტარიის და ფიტოსანიტარიის პროექტის მენეჯერებს ბრენდტ სიგელის, ალექსის ჰიზერის, აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლებს საქართველოში დემნა ძირკვაძეს და გოჩა შაინიძეს შეხვდა.
USDA მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს და აქტივობებს, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის.
პროექტი ხორციელდება ,,მომავლის ფერმერის“ მიერ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრთან თანამშრომლობით.
შეხვედრას ასევე, მინისტრის მოადგილეები და აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდნენ.
იხილეთ გალერეა