სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 434 სტუდენტი დაფინანსდა
10 ნოემბერი, 2023
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა
და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს აჭარაში
მცხოვრებ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის
აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსების
მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც არიან
მაღალმთიანი აჭარიდან; ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო; არიან მრავალშვილიანი ოჯახიდან; სტუდენტებს, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სხვა. კატეგორიების შესახებ
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სამინისტრო 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასურს
434 სტუდენტს დაუფინანსებს.
მათ შორის:
- 2022-2023
სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსებულ 318 სტუდენტს, რომლებსაც (2022-2023
სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გადალახეს პროგრამით გათვალისწინებული ბარიერი:
საშუალო აკადემიური მოსწრება - 71% და მეტი და არ ჰქონდათ საგნის თავიდან გავლა - F შეფასება) გაუგრძელდათ დაფინანსება და
- 2023
წელს მეორე ეტაპზე გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შერჩეულ 116 სტუდენტს.
2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადებულ
კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების მონაცემების
სანახავად ეწვიეთ ბმულს.
იხილეთ გალერეა