აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის განხილვა

10 ნოემბერი, 2023

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

კანონმდებლებს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის“ დოკუმენტი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით კანონპროექტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ზაზა შავაძემ. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით იზრდება და 31 044 853 ლარს შეადგენს, რომელიც მოიცავს 15 პროგრამას და 13 ქვეპროგრამას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტის პროექტზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.

დღესვე, კანონმდებლემა მოისმინეს და ცნობად მიიღეს აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები