აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრმა უმაღლეს საბჭოში სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა

10 ნოემბერი, 2023

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი 13%-ით გაიზრდება  და 132 000 000 ლარს შეადგენს.

გაზრდილი ბიუჯეტის  ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით.

აღსანიშნავია სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომლისთვისაც მომავალ წელს გამოყოფილია 45 მილიონი ლარი. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 95 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო 80 სკოლა აღიჭურვება სასკოლო ინვენტარით.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში კულტურის მიმართულებით განხროციელდება  არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სპორტული ინფრასტრუქტურა და გაიზრდება სპორტის დაფინანსება, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სპორტსმენებისთვის.

კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით დაგეგმილია 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია.

600-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება საერთაშორისო პროექტებში.

დაგეგმილია სფეროში დასაქმებული პირების სახელფასო ანაზღაურების ზრდა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბიუჯეტის პროექტზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები