აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიას 17 სტუდენტი მიიღებს

11 ნოემბერი, 2023

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჰუმანიტარული მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს პროგრამას - „ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია“.
 
„ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია“ გადაეცემა: 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (სტუდენტი);
სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის იმ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა კვალიფიკაცია მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას;
აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი;
სტუდენტებს, რომლებსაც ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით აქვთ 81% და მეტი.
 
2023 წელს „ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიას“ ერთჯერადად მიიღებს 17 სტუდენტი, თითოეული 1000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
 
2022 წელს დაფინანსებული 11 სტუდენტი, რომლებსაც გაუგრძელდათ დაფინანსება მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნების საფუძველზე და 2023 წელს აგვისტოში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შერჩეულ  6 სტუდენტი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები